მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

კვიციანის დაცვის მხარემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არამართებულად მიიჩნევს. როგორც კვიციანის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს. 

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, ბექა კვიციანი ორდღიანი ძებნის ძებნის შემდეგ დააკავეს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბექა კვიციანი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრისა და პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ძმის შვილია.