მესაზღვრის მძევლად აყვანისთვის დაკავებულ მოქალაქეს ბრალი წარედგინა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი ფიციალურად წარედგინა. 

„გიორგი იჩუკაიძეს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს დღესვე მიმართვენ.