მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრს 2-2 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

"ქართული ოცნების" ოფისთან 21 ნოემბერს დაკავებულ მოძრაობა "შეცვალეს" 3 წევრს 2-2 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.  ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. 

სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით შსს-ს წარმომადგენლებმა ვიდემტკიცებულებები წარმოადგინეს. სამართალდამცავების მტკიცებით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები დაკავების ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ და ამასთან ისინი იგინებოდნენ.