მოქალაქეს, რომელმაც მესაზღვრე მძევლად აიყვანა პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გიორგი იჩუკაიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” აქვს წარდგენილი. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.