მოსწავლესთან გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელი დააკავეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მასწავლებელი მოსწავლის მიმართ  გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ  მომხდარზე გამოძიება  141-ე მუხლით დაიწყო,  რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.