ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ შეურაცხყოფისთვის ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

"ჩინჩალაძის მონა ხარ", - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული.