ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა.

როგორც უწყების პრესსამსახურიდან report.ge-ს აცნობეს, გენერალურ პროკურატურაში განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებენ.

დეტალები ამ დროისთვის უცნობია.