ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკუთარ Facebook-ზე წერს.

როგორც მელიას სტატუსიდან ირკვევა, სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი კორონავირუსია. 

"ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო. მიზეზად - კორონავირუსი დაასახელეს", - წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარის" გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესები დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.