ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. 

პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. როგორც სასამართლოს დაწყებამდე ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, ისინი არ აპირებდნენ, რომ მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობა მიეღოთ.

პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე დარბაზიდან გააძევა.

მომდევნო პროცესი 13 მაისს 12 საათზე ჩაინიშნა.