ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნიკა გვარამიამ დაწერა. 

,,კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა", - წერს ,,ფეისბუქის" გვერდზე გვარამია. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რასთან დაკაშირებით დაიბარეს ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი უწყებაში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.