ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელის მიმართ მუქარისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხული პირის მიმართ მუქარის გამო დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული პირი (ჩ.გ.) 2021 წლის 11 ივნისს დააკავა. 

გამოძიების დაწყების საფუძველი მოწმის ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. 

აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.