ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, ის გამოკითხვის ჩატარებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ითხოვს. 

მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში დაბარება, დავით გარეჯის საკითხს უკავშირდება.

ნინო კალანდაძის გამოკითხვის თარიღი უცნობია.