ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი კაკულია და კიდევ სამი პირი ქრთამის აღების, ქონების მიტაცებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 8 ნოემბერს დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას.