პარლამენტთან დაკავებული 4 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა

პარლამენტთან გუშინ დაკავებული 4 სამოქალაქო აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ბრალდებულთა დამცველებს ჰქონოდათ დრო საქმის მასალების გაცნობისათვის. 

"ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა, სასამართლო გადადებულიყო გონივრული ვადით, რომ გავცნობოდით წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შსს-მ წარმოადგინა ვიდეოფირები. მათი განმარტებით, იქ ასახულია ე.წ. სამართალდარღვევები. მოსამართლემ 4 დაკავებული გათავისუფლა დარბაზიდან და შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 15 დეკემბრეს", — განაცხადა ადვოკატმა.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან მიმდებარე აქციის დროს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვა სცადეს. მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.