პედოფილიაში ბრალდებული თვითმარქვია მღვდლის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა", - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც თვითმარქვია მღვდელს ეხება. 

როგორც ცნობიდან ირკვევა, ლევან ჯალაღონია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებითმოსამართლის განჩინებით დააკავეს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.