პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში" - აღნიშნულია განცხადებაში.