"პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაინიშნა

15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვა ჩაინიშნა.

საუბარია ე.წ. პიჯაკების საქმეზე. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ "პიჯაკების საქმეზე" გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო რესურსის გაფლანგვას ედავებიან, რის მაგალითადაც მოყვანილია წარმომადგენლობითი ხარჯები.