პირბადის გამოუყენებლობისთვის დაწერილი ჯარიმა სასამართლომ უკანონოდ სცნო

"ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის გამოწერილი ჯარიმა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ სცნო",- ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" ავრცელებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, თვეების განმავლობაში პოლიცია უკანონოდ აჯარიმებდა მოქალაქეებს. 

მათივე ცნობით, 18 თებერვლამდე დაწერილი ყველა ჯარიმა ავტომატურად გასაუქმებელია.

"მოსარჩელე: გიორგი ჭიღლაძე

წარმომადგენელი: ლაშა კაპანაძე

მოსამართლე: კახა ყიფიანი

სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ 18 თებერვლამდე, ვიდრე პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანდა, თვეების განმავლობაში პოლიცია უკანონოდ აჯარიმებდა მოქალაქეებს.შესაბამისად, 18 თებერვლამდე დაწერილი ყველა ჯარიმა ავტომატურად გასაუქმებელია!", - აღნიშნულია "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.