პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს - PHOTO

პრაღის პოლიცია27 წლის საქართველოს მოქალაქეს ეძებს, რომელიც თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, მან ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

პირი მსგავს დანაშაულში წარსულშიცაა ნასამართლევი.

პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს.