პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. 

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.