რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

დაცვის მხარე 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას. 

მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა.

დაკავებულს მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.