წინამძღვრის ადვოკატი: არც იარაღი ჰქონია და არც უსვრია

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, რომელსაც პროკურატურამ ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა, დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებული სასულიერო პირი გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველმა მოინახულა.

როგორც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არც იარაღი ჰქონია და არც უსვრია. 

,,ვიყენებთ დუმილის უფლებას, დანარჩენი უკვე გაირკვევა ახლო მომავალში. არანაირი იარაღი არ არის გამოყენებული და ამოღებული. ფაქტობრივად არ არსებობს იარაღი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია საქმეში ირიბი მოწმეები არიან. არც იარაღი ჰქონია, არც უსვრია", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.