როგორ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი - საბედისწერო ღამის ქრონოლოგია VIDEO

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.