რუსეთში მოღვაწე ქართველ მოკრივეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქართველ მოკრივეს, რუსეთის ორგზის ჩემპიონს გიორგი ყუშიტაშვილს, რომელსაც ბრალად სამართალდამცველზე თავდასხმა და ნარკოტიკების შენახვა ედება, მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ყუშიტაშვილს საპატიმრო ვადა 1-ელ აპრილამდე განუსაზღვრა.

მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი და მისი მეგობარი ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვალს, ფრუნზეს სანაპიროზე დააკავეს, რა დროსაც სპორტსმენმა ერთ-ერთ პოლიციელს დაარტყა. ოგანესიანი გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობს.

რუსი სამართალდამცავების ცნობით, ყუშიტაშვილისგან 0.61 გრამი კოკაინი ამოიღეს.