რუსთავის ციხესთან ზვიად კუპრავა დააკავეს

სამართალდაცველებმა რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. 

კუპრავა ციხის კედელზე წარწერის - "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. 

კუპრავა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდა.

ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.