თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია

თამარ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ცნობილია, - ინფორმაცია ამის შესახებ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაზე განმარტებები მისი გაცნობის შემდეგ გაკეთდება. ადვოკატის თქმით, დღესვე გახდება ცნობილი დნმ-ის ანალიზის პასუხიც.

რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას, სწორედ ამ დასკვნით უნდა გაირკვეს, რა ნივთიერება იყო გარდაცვლილის სხეულში. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.