საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განმარტა, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.