საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის საქმეზე, სასამართლო პროცესი 5 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდებულმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოს წერილით მიმართა, სადაც ის ადვოკატების აყვანამდე პროცესის გადადებას სთხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები გასულ სხდომაზე აიცილა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.