საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

დღეს, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს.

გასაუბრების პროცესი საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - pc.gov.ge და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 28 იანვარს 11:00 საათზე გააგრძელებს.