სასამართლომ დღეს დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა

"ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა. 

დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, გონივრული დრო სჭირდებოდათ, სასამართლომ დააკმაყოფილა. საქმეზე მომდევნო პროცესი 29 აპრილს გაიმართება.