სასამართლომ გელათში ჩატარებული სამუშაოები უკანონოდ აღიარა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გელათის ტაძრის ირგვლივ მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი დადგენილებით, კომპანია "იკორთა 2007"-ის განხორციელებული სამშენებლო ჩარევა და ყველა დონეზე განხორციელებული საქმიანობა კანონის დარღვევაა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ სანებართვო მოწმობა შპს "იკორთა 2007"-ის სახელზე ა(ა)იპ "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" დირექტორის განცხადებით არასწორად იქნა გაცემული, რადგან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა.

პალატა მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის საქმეზე როგორც სამუშაოების უშუალო შემსრულებელს "იკორთა 2007"-ს ისე  ა(ა)პ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ უნდა დაკისრებოდა შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.