სასამართლომ იმედა კლდიაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "გირჩი – მეტი თავისუფლების" წევრს, ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

იმედა კლდიაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ცნობისთვის, პირველ ნოემბერს იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.

როგორც იმედა კლდიაშვილი აცხადებს, მისი პროტესტი სუს-ის მხრიდან ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ზეწოლას უკავშირდებოდა.