სასამართლომ ნოდარ რუხაძეს ჯარიმა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა "სირცხვილიას" დაკავებულ აქტივისტს, ნოდარ რუხაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სამოქალაქო აქტივისტი პარლამენტის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.