შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" 10 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი ", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად ვახშმობს, გააფრთხილა და 10 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც შრომის ინსპექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ ობიექტს ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება მიეცა. 

,,თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია იქნება შესაბამისი რეაგირება და მასალები გადაეცემა შსს-ს", - ამბობს ჟურნალისტებთან ინსპექტორი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.