შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა 5-მა პირმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა. 

პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც დაცვის მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო. ამასთან, დაცვის მხარემ მოსამარლის აცილებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.