შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ლ.შ.-სთან ერთად შიმშილობა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ-მაც დაიწყო.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვა. ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, ყურადღება მიაქციოს მართლმსაჯულებას და სასამართლოს. 

,,ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიების პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმის არსებითი განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში დანიშნოს. დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას, ეს არის ა.ქ, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის ამ საქმეში ჩართული - მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინება”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.