შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ საპროცესო გარიგებაზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

სამართალდამცველებმა 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს - 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.