სპეცოპერაცია პანკისში - სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით 5 პირი დააკავა

სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით პანკისის ხეობაში რამდენიმე პირი დააკავა.

კერძოდ, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. ხეობის მასშტაბით ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. 

report.ge-ს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს.