სროლა წყნეთში

წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი სპორტსმენის და მხედრიონელის, ლერი სულაბერიძის ავტომამქანას ესროლეს. ავტომობილში მყოფი პირი არ დაშავებულა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის-ის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.