სუს-თან გამართულ აქციაზე დაკავებულ პირები სასამართლომ დააჯარიმა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან 10 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულ 20-მდე მონაწილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 3 პირს - ბორის ყურუას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ნებიერიძეს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

10 ნოემბერს ოპოზიციამ აქცია ერთდროულად გამართა სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. 

სამივე აქციაზე პოლიციამ, 46 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.