,,შეშინებული და გაფითრებული იყო" - 68 წლის კაცს 9 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

9 წლის ბავშვის დედა 68 წლის კაცს, შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

როგორც არასრულწლოვანის დედა ამბობს, მეზობელი გოგონას კარის გაღებაში დაეხმარა და შემდეგ მასზე იძალადა.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ, მას შვილმა უამბო, რომელიც შინ შეშინებული და გაფითრებული დაბრუნდა.

,,შემოსასვლელში, როგორც კი შემოვიდა ბავშვი, შემოყვა და მოფერება მოსთხოვა. ბავშვი ეტყობა შეშინდა - ორივე ხელით გავწიეო, კართან დამხვდა, დამიკეტაო... ჩემი შვილი შეშინებული და გაფითრებული იყო" - ყვება ბავშვის დედა ტელეკომპანია ,,მთავართან". 

მისივე თქმით, ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.