თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურპროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.

როგორც report.ge-ს ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, უწყებასთან განცხადება 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, გაუჩინარების წინა ღამით, თამარ ბაჩალიაშვილი Google-ში თვითმკვლელობის მეთოდებზე ინფორმაციას ეძებდა. ასევე Facebook-ის დახმარების გვერდზე ეცნობოდა ინფორმაციას "რა მოუვა ჩემს Facebook პროფილს, როდესაც მე გარდავიცვლები".