თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ახალი მუხლი დაემატა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლი დაემატა. 23 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სსკ-ის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 143-ე მუხლითაც, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.