მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებული - სააკაშვილის ადვოკატი

ამ წუთებში რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

"ბუნებრივია მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამავდროულად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებული და დაინტერესებული. ერთი თვე უკვე შესრულდა რაც ის შიმშილობს.

ამავდროულად, ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძველობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი გავათავისუფლოთ კანონიერი გზებით, მათ შორის ვაპირებთ გამოვიყენოთ სტრასბურგის სასამართლო", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 32-ე დღეა შიმშილობს.