თეა წულუკიანს დღეს პროკურატურაში უჩივლებენ

თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელს პროკურატურაში დღეს "მთავარი არხი" შეიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას არხის თანამშრომლები ადასტურებენ. მათი თქმით, სარჩელის წარდგენის პროცედურა 15:00 საათზეა ჩანიშნული. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას გუშინ თეატრის გახსნისას მიკროფონი წაართვა და აღარ დაუბრუნა.