ცნობილია სტრასბურგის გადაწყვეტილება ომბუდსმენის მხარედ ჩართვის შესახებ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს დროებითი ზომის ფარგლებში სააკაშვილის საქმეზე მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, სტრასბურგმა მათ მისწერა, რომ ამგვარ პროცედურას სასამართლო მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება. სააკაშვილის საქმეზე კი, როგორც ცნობილია, ჯერ არსებითი განხილვა არ დაწყებულა.

მისივე განმარტებით, შაბლონური აკრძალვა, რომ დროებითი ზომის ფარგლებში მე-3 მხარის ჩართვა არ შეიძლება, სტრასბურგს არ აქვს, თუმცა სასამართლოში ასეთი დამაკვიდრებული პრაქტიკა არსებობს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა სცადა ამ პროცესში მე-3 მხარედ ჩართვა, თუმცა სასამართლომ პროცედურული მოტივით უარი განაცხადა. ლომჯარიას თქმით, ისინი სტრასბურგს მიმართავენ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.