წყალტუბოში ძმების მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიების მიხედვით, დაკავებულმა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებული 1992 წელს დაბადებული პირია. ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობა ედება. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.