უკრაინას მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება აეკრძალა

საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსს, მეგის ქარდავას საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს აღარ გადასცემენ. 

ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, გაერომ მეგის ქარდავა საერთაშორისო პროტექციას დაუქვემდებარა და უკრაინას მისი ექსტრადირება აუკრძალა.

ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ქარდავას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, მეგის ქარდავა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის საუბარია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობაზე, ასევე წამებისა და არადაამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდზე.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. 

გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.