პოლიციის პიკაპი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა

ახალციხეში, პოლიციის პიკაპი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციის პიკაპი ანდრია პირველწოდებულის ქუჩიდან გამოვიდა და თაბუკაშვილის ქუჩაზე, მერსედესის მარკის მანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ვინაიდან დაშავებული არავინ არის, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა და კანონდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.