"ვისურვებდი რომ მე დამმართოდა ეს"- ნინო ჟვანია პირველ კომენტარს აკეთებს

"ჩემთვის მთავარი რაც იყო, არის რომ ბავშვი გადარჩა, ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს იგივე ტკივილია, როგორც მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართოდა ეს,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თმით ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

"პასუხისმგებლობას ჩვენ რა თქმა უნდა არ გავურბივართ, იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა როცა დაუმძიმდა ბრალი, ეს იყო ძალიან მძიმე ჩემთვის,"- განაცხადა ნინო ჟვანიამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.